საფრანგეთში 33 ქართველი დააკავეს - "კოლოსალური რაოდენობის ძარცვა ხდებოდა, საუბარია ძალიან შთამბეჭდავ ციფრებზე"

საფრანგეთში 33 ქართველი დააკავეს - "კოლოსალური რაოდენობის ძარცვა ხდებოდა, საუბარია ძალიან შთამბეჭდავ ციფრებზე"

საფრანგეთის პოლიციამ, საფრანგეთში მცხოვრები 33 საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ "ფრანსპრესი" იუწყება.

"ყოველდღიურად დანაშაულებრივი ქსელის ლიდერების მეთაურობით კოლოსალური რაოდენობის ძარცვა ხდებოდა. ზარალის ზუსტი ოდენობის დათვლა ძნელია, მაგრამ საუბარია ძალიან შთამბეჭდავ ციფრებზე", - განუცხადა სააგენტოს ქალაქ ნანსის სპეციალიზებული რეგიონთაშორისი სასამართლოს ვიცე-პროკურორმა გრეგორი ვეილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 სავარაუდო წევრი ლა-როშელის რაიონში დააკავა, 22 პირი კი - სტრასბურგში. მოსალოდნელია სხვა პირების დაკავებაც.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია