საკვებდანამატებს შეწირული ქართველი მომხმარებლის ჯანმრთელობა ანუ, რა საფრთხეს შეიცავს საკვები პროდუქტი

საკვებდანამატებს შეწირული ქართველი მომხმარებლის ჯანმრთელობა ანუ, რა საფრთხეს შეიცავს საკვები პროდუქტი

ფერის მიმცემი, შაქრის შემცვლელები, სტაბილიზატორები, გემოსა და სუნის გამაძლიერებლები, ანტიდამჟანგველები, მოცულობის გამზრდელები - ეს ის საკვებდანამატთა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საკვები პროდუქტების წარმოებაში თითქმის ყოველთვის იყენებენ. მათი რაოდენობა ხშირ შემთხვევაში ზღვრულ ნორმას აჭარბებს. ასეთი პროდუქტის მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. საქართველოში კი ისინი უპრობლემოდ იყიდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების თქმით, საკვებდანამატთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სინთეზური, მცირე რაოდენობითაც კი ძალიან საშიშია ადამიანის ჯანმრთლეობისთვის. იგი იწვევს კიბოს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს და ა.შ. იმისათვის, რომ ქართველმა მომხმარებელმა ასეთი პროდუქტი არ მიიღოს, აუცილებელია, მეწარმის კეთილსინდისიერება, რათა მათ წარმოებაში ნორმაზე მეტი საკვებდანამატი არ გამოიყენოს (ეს იმ შემთხვევაში, როცა საქმე ქართულ წარმოებას ეხება). მნიშვნელოვანია ასევე პროდუქციის ეტიკეტირება და რაც მთავარია, მოქალაქეებში სამომხმარებლო დონის ამაღლება, რათა მათ ისწავლონ თუ რა არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რა საშიში.

პროფესორი, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, რამაზ გახოკიძე ამბობს, რომ საკვებდანამატები - ბუნებრივი ან სინთეზური ქიმიური ნივთიერებებია, რომელთაც უმატებენ კვების პროდუქტებში ტექნოლოგიური მიზნებისთვის. მათ იყენებენ პროდუქტების შესანახად (კონსერვანტები), საჭირო კონსისტენციის მისაღებად (სტაბილიზატორები, შემასქელებლები, ემულგატორები), სასაქონლო სახის მისაცემად (ფერი, გემო, სუნი) და ა.შ.

რამაზ გახოკიძის თქმით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებში, მათი ვარგისიანობის ვადის გასაზრდელად, ხშირად უმატებენ ნიტრიტებს (E249 და E250) და ნიტრატებს (E251 და E252), რომლებიც თრგუნავს მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები), მათ შორის, ბოტულიზმის ცხოველმოქმედებას და ხორცს და ხორცის პროდუქტებს ანიჭებს ვარდისფერს. ეს კონსერვანტები ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის, მაგალითად, ნატრიუმის ნიტრიტი (E250) იწვევს ნერვული სისტემის აგზნებას ბავშვებში, ორგანიზმის ჟანგბადურ შიმშილს (ჰიპოქსია), ორგანიზმში ვიტამინების შემცველობის შემცირებას, კვებით მოწამვლას შესაძლო ლეტალური დასასრულით, ონკოლოგიურ დაავადებებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია