რატომ გაძვირდა საქართველოში ინტერნეტის საფასური?

რატომ გაძვირდა საქართველოში ინტერნეტის საფასური?

"საქართველოში არსებული ფასები რეგიონის უმეტესი ქვეყნის ფასებთან შედარებით მაღალია"

"სრულიად თვითნებურად გამიძვირა ინტერნეტი და ტელევიზია "კავკასუსმა", იძულებული გავხდი ტელევიზიის პაკეტი შემემცირებინა; "სილქნეტმა" მომსახურების გადასახადი გააძვირა და ჩემგან დამოუკიდებლად და დაუკითხავად, რატომღაც ჩათვალეს, რომ გაძვირებულ პაკეტზე გადავეყვანე. კარგი იქნებოდა ჩემთვის ეკითხათ, იქნებ საერთოდ ვაუქმებდი ინტერნეტს", - ასე აფასებენ მომხმარებლები "კავკასუს ონლაინისა" და "სილქნეტის" მხრიდან ინტერნეტ პაკეტებზე ფასების ზრდას.

"კავკასუს ონლაინის" მომხმარებლის, ლალი აბაშიძის აზრით, კომპანია ფასების ზრდასთან დაკავშირებით თვითნებურად იქცევა, რაც მასშიც და სხვა მომხმარებლებშიც პროტესტს იწვევს. "რამდენიმე თვის წინ , კომპანია "კავკასუს ონლაინმა" ხარისხის გაუმჯობესების მოტივით, თვითნებურად გაგვიძვირა ტელევიზიისა და ინტერნეტის ერთობლივი პაკეტის ღირებულება. ჩემთვის არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა უკეთესი სიჩქარის ინტერნეტი და ისიც საკითხავია, რეალურად, მართლა გაუმჯობესდა თუ არა, მომსახურების ხარისხი. ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ პაკეტის ღირებულება ისევ გააძვირა, ამჯერად, ლარის გაუფასურების გამო. იძულებული გავხდით ხარჯები შეგვემცირებინა. უცხოური არხები გავთიშეთ და მხოლოდ ქართული არხები დავტოვეთ", - გვითხრა ლალი აბაშიძემ.

ბოლო სამი თვის განმავლობაში "კავკასუსმა" და "სილქნეტმა" ფასები რამდენჯერმე გაზარდეს. ამჟამად არსებული ტარიფებით, ოპტიკური ინტერნეტი "კავკასუსში" შემდეგი ფასები ღირს: 10 მბ/წმ - თვეში 27 ლარი, 30 მბ/წმ - 37 ლარი, 50 მბ/წმ - 50 ლარი, 100 მბ/წმ - 100 ლარი, ხოლო "სილქნეტში": 10 მბ/წმ - 26 ლარი, 35 მბ/წმ - 40 ლარი, 50 მბ/წმ - 50 ლარი და 100 მბ/წმ - 100 ლარი.

კომპანია "სილქნეტში" არსებულ ფასებს ადეკვატურს უწოდებენ და მატებას ასე ხსნიან: "2-3 წლის უკან, თუ ყველაზე მოთხოვნადი სიჩქარე 1 მგბ იყო, დღეს მომხმარებელი ითხოვს 20 მბ/წმ. მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნა რომ დააკმაყოფილონ, ოპერატორები, რომელთაც "შემოაქვთ" ინტერნეტი, ხარჯებს ზრდიან, რომ მეტი რესურსი და სიმძლავრე შეიძინონ, ახორციელებენ ინვესტიციებს დაკაბელების და ქსელში გადანაწილების კუთხით. ამიტომაც 2015 წელი პროვაიდერებმა ფასის კორექტირებით დაიწყეს, რაც ერთი მხრივ ლარის დევალვაციითაც იყო გამოწვეული, რადგან ინვესტიციები და საოპერაციო ხარჯები, სწორედ რომ უცხოურ ვალუტაში აქვთ განსაზღვრული კომპანიებს. რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ინტერნეტის ფასი არც მაღალია და არც დაბალი. ადეკვატურია იმ ხარჯების, რაც პროვაიდერებს გააჩნიათ. თანაც, ფიქსირებული ქსელის მომხმარებელი ითხოვს შეუზღუდავად ინტერნეტით სარგებლობას, 24 საათის განმავლობაში".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია