"საქმე გვაქვს არნახული მასშტაბის კაზუსთან" - გიორგი სიგუა ფიროსმანის ნახატზე "სოთბის" ექსპერტების სკანდალურ დასკვნას" აქვეყნებს

"საქმე გვაქვს არნახული მასშტაბის კაზუსთან" - გიორგი სიგუა ფიროსმანის ნახატზე "სოთბის" ექსპერტების სკანდალურ დასკვნას" აქვეყნებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ივანიშვილის მიერ ფიროსმანის ნახატის ("არსენალის მთა ღამით") შეძენას იუმორისტულად  ეხმაურება.

"სოთბის" აუქციონის ექსპერტ-მონიტორების სკანდალური დასკვნა-განცხადება ნახატ "არსენალის მთა ღამით" ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

როგორც ექსპერტების ჯგუფი ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, საქმე გვაქვს არნახული მასშტაბის კაზუსთან. ნახატი, რომელიც ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" გვეგონა სინამდვილეში აღმოჩნდა "არსენალის მთა", რომელიც ღ ა მ ი თ დახატა თავად ბიძინა ივანიშვილმა. ამ უცნაურობამ დააბნია ექსპერტები და ნახატი "არსენალი მთა ღამით" ლეიბლით გამოვიდა ლოტზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც საკუთარი ნახატების ხატვის, გაყიდვის, თავად ყიდვის, შემდეგ საკუთარ თავზე გადაყიდვის და ისევ გაყიდვის უფლება აქვს.

ნახატის მოტივებში აშკარად იგრძნობა, რომ ის არის დახატული ღამით, ასევე იგრძნობა ბერას მუსიკის გავლენა ფერების ტონალობაში და მათ კონტურებში. ასე რომ ის ჭორები, რომ ბ.ი-მა თავად გაყიდა და იყიდა ფიროსმანის უკვდავი ტილო არ მართლდება. საკითხი გაცილებით რთულადაა და ეგზისცესტიურ აპრობაციასთან გვაქვს საქმე. როგორც აღმოჩნდა ეს ივანიშვილის ჰობია, ხატოს სურათები, შემდეგ იყიდოს, გაყიდოს და ისევ იყიდოს. კაცია და გუნებაო, განაცხადა ექსპერტმა ჰატჩინსონმა.

წყარო - ბიბისი", - წერს სიგუა.

იხილეთ ასევე: "არსენალის მთა" ივანიშვილმა იყიდა, კიდევ რომელი და რა ფასიანი ნახატები ინახება მის კოლექციაში

"ჩვეული "ტრიუკი" გააკეთა ჭორვილელმა კოლექციონერ/ინვესტორმა, თვითონვე "გაყიდა" და თვითონვე "იყიდა" - ნიკა რურუა

ნახატები ივანიშვილის მილიარდიანი კოლექციიდან

"ამერიკაში ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ" - რობერტ სტურუას განცხადება, რომლის გამოც რეჟისორს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

"იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ჰქონდა, თქვენს მაგიდასთან რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება იქვე მოგეკლათ“ - ნინა წკრიალაშვილი სანდრო გირგვლიანზე

"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული მცირეწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა და მშობლებს დაუბრუნა