თემო მჟავია მიშა მშვილდაძეს ცოლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ბოდიშის საჯაროდ მოხდას სთხოვს

თემო მჟავია მიშა მშვილდაძეს ცოლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ბოდიშის საჯაროდ მოხდას სთხოვს

პროდიუსერის, მიშა მშვილდაძის ფრაზას, "ვინც პარლამენტში ხმას მისცემს იმას, რომ ციხეში სვამდნენ ადამიანებს მარიხუანის მოწევის გამო, ყველა იქნება რუსი", იუმორისტი თემო მჟავია ეხმიანება და მშვილდაძეს გამონათქვამის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იუმორისტი პროდიუსერს სასამართლოში ჩივილით ემუქრება. 

"ჩემი ცოლი არის რუსი, უყვარს საქართველო, ისწავლა ქართული და ქართულად ზრდის ჩემს ნახევრადრუს შვილს და ამის გარდა კიდევ უამრავი რუსი ცხოვრობს საქართველოში, რომელსაც ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა!!!! ჩემი აზრით მიშა მშვილდაძის მცდელობა, რომ სიტყვა "რუსი" სალანძღავ სიტყვად აქციოს, არის დიდი შეურცხყოფა და აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადოს ამისთვის!!! წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში მოუწევს ამ ყველაფრის ახსნა !!!!!", - წერს თემო მჟავია.

შეგახსენებთ, რომ მშვილდაძემ აღნიშნული განცხადება 2 ივნისს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

"ვინც დღეს პარლამენტში ხმას მისცემს იმას, რომ ციხეში სვამდნენ ადამიანებს მარიხუანის მოწევის გამო, ყველა იქნება რუსი, არსით, სულით და თავისი ადამიანობით. ვინც ხმას მისცემს იმას, რომ ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ მარიხუანის გამო, ყველა, თავისი არსით იქნება ევროპელი, ნორმალური, წესიერი და კეთილი ადამიანი", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია