თბილისის 139-ე საჯარო სკოლიდან იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ყველა ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სკოლის დირექტორმა, ნათია ფხალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პირადად ესაუბრა ბავშვების მშობლებს და მათგან მიიღო ინფორმაცია, რომ ბავშვები კარგად არიან და სახლში გაწერეს.
ნათია ფხალაძე აცხადებს, რომ სკოლაში საგანგებო სტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა დაასრულეს.
"მთლიანად შეისწავლეს სკოლა და არანაირი მომწავლავი ნივთიერება არ აღმოჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაასკვნეს, რომ სკოლა უსაფრთხოა", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
მისივე თქმით, სკოლაში სწავლის პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
რაც შეეხება დღეს მომხდარს, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ორი ბავშვი ცუდად გახდა, თუმცა დანარჩენებს ემოციური ფონი ჰქონდათ, რის გამოც მოხდა მათი საავადმყოფოსი გადაყვანა.
დღეს 139-ე სკოლიდან 10-მდე ბავშვი ინტოქსიკიაციი ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.