"იქ ჩასულს ისე გიყურებენ, როგორც უპატრონოს" - შუამავლის მსხვერპლი ქართველები თურქეთში

"იქ ჩასულს ისე გიყურებენ, როგორც უპატრონოს" - შუამავლის მსხვერპლი ქართველები თურქეთში

"შუამავლები ქართველები არიან, რომელთა დიდ ნაწილს პასპორტი გაფუჭებული აქვს და მაინც იქ არიან"

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, თურქეთში სამუშაოს საძიებლად სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აჭარიდან. აღნიშნული ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც თურქეთში გადასვლა ID ბარათებითაც გახდა შესაძლებელი.

ID ბარათებით თურქეთში საქართველოს მოქალაქეს 180-დღიან პერიოდში მხოლოდ 90 დღით დარჩენა შეუძლია. აღნიშნული ვადით სარგებლობენ დაუსაქმებელი ადამიანები და ზაფხულის პერიოდში, სეზონური სამუშაოების დაწყებასთან ერთად, თურქეთში გადადიან. მათი დიდი ნაწილი ჩაისა და თხილის პლანტაციებში და ხეხილის ბაღებში სამუშაოდ მიდის. სხვა სეზონზე კი თურქეთში ქართველები ძირითადად ქარხნებში, ფაბრიკებში, მომვლელებად მუშაობენ.

თურქეთში დროებით სამუშაოზე დასაქმებულთა დიდი ნაწილი თურქი დამსაქმებლების მიერ არასამართლიან მოპყრობასა და დამცირებაზე საუბრობს.

"სამი თვე ვიყავი სტამბოლთან ახლოს ტანსაცმლის ქარხანაში, სადაც ტანსაცმლის დაკეცვა მევალებოდა. იყო დამცირების შემთხვევები. უფროსები თავზე გვედგნენ და გვიყვიროდნენ. მიზერული ხელფასი გადაგვიხადეს, თურქებს უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ. გარდა ამისა, თურქს რომ რამე დაეშავებინა, უფროსი ჩვენ გვეჩხუბებოდა. ძალიან გვამცირებდნენ. ქართველ ქალს იქ წასვლას არ ვურჩევ, სულ მშიერი რომ დავრჩე, იქ აღარ წავალ", - ამბობს 37 წლის ინეზა.

"ქართველებს სხვა თვალით, ზემოდან უყურებენ. იქ ჩასულს ისე გიყურებენ, როგორც უპატრონოს. სულ მეკითხებოდნენ დედ-მამა თუ გყავს და სახლი თუ გაქვსო. პატარა საქართველო გეგონება სტამბოლი. ათასში ერთია რომ გაუმართლოს და ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეს. თუ ციხეში მოხვდი, საშინელი პირობებია და თუ საქართველომ არ მოითხოვა შენი გადაცემა, იქნები იქ",- აღნიშნა bpn-თან საუბრისას 26 წლის გიგამ.

თურქეთში დასაქმების მსურველ ქართველებს სამუშაოს პოვნაში ე.წ შუამავლები ეხმარებიან. შუამავლები ქართველები არიან, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დასაქმების მსურველს სამსახურს აწყებინებენ. თუმცა, თურქეთში დასაქმების მიზნით წასულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი შუამავლების მოტყუების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარან.

"ყველაზე დიდი პრობლემა შუამავლები არიან. ეგენი რომ არ იყვნენ, უფრო კარგი იქნებოდა ყველაფერი. მაგრამ სხვა გზა არაა. აქედან პირველად რომ მიდიხარ, ვიღაცამ ხომ უნდა წაგიყვანოს. გლეხის ნამუშევარს გამოდის შუამავლები ჭამენ. შუამავლები ქართველები არიან, რომელთა დიდ ნაწილს პასპორტი გაფუჭებული აქვს და მაინც იქ არიან. სანამ გასდით, ჩვენნაირების მოტყუებით აკეთებენ ფულს. გეუბნება, რომ გექნება კარგი ხელფასი, მაგალითად 800-900 დოლარი, პირველი თვის ნამუშევარს თვითონ გართმევენ და მერე იკარგებიან. ტელეფონსაც თიშავენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია