ნოდარ ხადური - ბიუჯეტის კორექტირება ძალიან რთული პროცესია

ნოდარ ხადური - ბიუჯეტის კორექტირება ძალიან რთული პროცესია

ბიუჯეტის კორექტირება ძალიან რთული პროცესია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მას შემდეგ განაცხადა, რაც ამ კუთხით არსებული ვითარებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა. მისივე განმარტებით, პროცესის სირთულის მიუხედავად, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მომავალ კვირაში იქნება წარმოდგენილი.

"ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. ძალიან რთული პროცესია, რადგან კოლეგებისგან პირიქით, თანხების გაზრდაზეა მოთხოვნა, თუმცა არსებული ტენდენციების შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხს გავივლით სამინისტროებთან და იმის მიხედვით მოვახდენთ კორექტირებას. ასე რომ, ბიუჯეტს, მომავალ კვირაში წარმოგიდგენთ", - მიმართა ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრს. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პარლამენტში უკვე შესულია როგორც მიმდინარე, ისე მომავალი წლის პროგნოზებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვა და მას საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტი დღეს განიხილავს.

"დღეს უკვე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს ჩვენს მიერ წარდგენილ პროგნოზებს როგორც მიმდინარე, ისე მომავალ წელთან დაკავშირებით. როგორც ჩვენ შევთანხმდით და დავაზუსტეთ, წლევანდელი ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები 2%-იან ზრდაზეა გათვლილი", -აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."