კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დედაქალაქის რამდენიმე უბანში წყლის ხარისხს ამოწმებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები იმ უბნებში გავიდნენ, სადაც წყლის ხარისხის შესახებ შეტყობინება მიიღეს.
დედაქალაქის რამდენიმე უბანში დილიდან შესამჩნევად მღვრიე წყალი მოდის, რაც შესაძლოა, წუხანდელ ძლიერ წვიმას უკავშირდებოდეს.
დაგაინტერესებთ| დატბორილი თბილისი: ძლიერი წვიმის დრამატული შედეგები დედაქალაქში (ფოტოგალერეა)
ასევე საინტერესო| თბილისის ქუჩები, რომლებიც ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დააზიანა