ჩვენ ძალიან გვჭირდება ვიზიტორები და ტურისტები რუსეთიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა . ვიცე პრემიერმა, თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების სიხშირესთან დაკავშირებით, კომპანია "აირზენას" ხელმძღვანელობის პრეტენზიებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. კვირიკაშვილი კომპანიის ხელმძღვანელობას ურჩევს, სასაუბროდ ეკონომიკის სამინისტროში მივიდნენ.
"რუსეთთან მიმოსვლის სიხშირე გაიზარდა, შესაბამისად გაზრდილია მგზავრთა გადაყვანა. ჩვენი კარი არ არის დაკეტილი არავისთვის, განცხადებებით დიალოგს უმჯობესია, მობრძანდნენ და ისე ვისაუბროთ. ჩვენ დიდი ხანია, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მათი წინადადებები განვიხილოთ, ამიტომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ვისაუბროთ. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთთან ფრენები გაიზარდა, ეს გამოწვეულია ჩვენს მიერ 9 ქვეყანაში საინფორმაციო კამპანიის ჩატარებით, რომელთა შორისაც იყო რუსეთიც - ჩვენ ძალიან გვჭირდება ვიზიტორები და ტურსიტები რუსეთიდან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
აირზენას ხელმძღვანელის, იასე ზაუტაშვილის აზრით, თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენები იმაზე ხშირია, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.