"ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს..." - გიორგი ოქროპირიძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს..." - გიორგი ოქროპირიძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვა.

ოქროპირიძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მახარაძე ვლადიმერ ბერძენიშვილმა მოკლა, მას კი გარდაცვლილზე ცუდი არც კი გაუფიქრებია.

"ჩემი ოცნება იყო, რომ ციხიდან გავაღწიო და ცხოვრება ავიწყო-თქო. ძლივს გამოვაღწიე... და ეხლა ცხოვრება მწყურია. ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს. ლაშა მახარაძესთან შეხება არ მქონია. მაგაზე ცუდი არც კი გამიფიქრია. მცხვენია, რომ ამდენს ერთი და იგივეს ვლაპარაკობ... იარაღი არ მდებია და რითი უნდა მომეკლა? პირადულზე გავედი გარეთ შორტებით. საერთოდ არ ვიხედებოდი გარეთ.. ბებიაჩემს ვუვლიდი", - ამბობს ოქროპირიძე.

ბრალდებულისთვის განაჩენის გადაწყვეტილების მისაღებად ამ წუთებში ნაფიცმსაჯულები არინ შეკრებილები. რაც შეეხება ბრალდებული პატიმრობის ვადას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.

ლაშა მახარაძე 2014 წლის სექტემბერში მოკლეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ