ივანიშვილმა "არსენალის მთა ღამით" ხელოვნების მუზეუმს აჩუქა - მუზეუმის განცხადება

ივანიშვილმა "არსენალის მთა ღამით" ხელოვნების მუზეუმს აჩუქა - მუზეუმის განცხადება

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ განაცხადებას ხელოვნების მუზეუმი ავრცელებს.

"დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის ცნობილი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად გადაეცემა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის შემოწირულობა ჩვენი დაწესებულებისათვის, კერძოდ კი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისათვის, რომელიც ფლობს ნიკო ფიროსმანის ყველაზე დიდ კოლექციას. ამ კოლექციის შექმნას საფუძველი დაუდეს ისეთმა დიდმა მოამაგეებმა, როგორებიც იყვნენ დიმიტრი შევარდნაძე და ძმები ზდანევიჩები", - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ "არსენალის მთა ღამით" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი შემოწირულობაა მუზეუმისათვის. "მუზეუმის ყველა თანამშრომელი, კულტურული მემკვიდრეობის მცველები გულითად მადლიერებას გამოხატავენ ამის გამო", - აცხადებენ ხელოვნების მუზეუმში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია