10 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული დაკავებულია

10 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პეტრე ფ. 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 მაისს ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი გოგონა გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა პეტრე ფ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ