მოკლული ლაშა მახარაძის დედის ემოციური საპროტესტო სიტყვა ნაფიც მსაჯულებს

მოკლული ლაშა მახარაძის დედის ემოციური საპროტესტო სიტყვა ნაფიც მსაჯულებს

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

საქმის პროკურორის, ნიკოლოზ ნინიძის თქმით კი, ბრალდების მხარისთვის მოულოდენლი აღმოჩნდა, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მირება ვერ შეძლეს.

"ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ გამოიტანეს ვერც გამამართლებელი და ვერც გამამტყუნებელი ვერდიქტი. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ დაითხოვა ნაფიცი მსაჯულები. ახალი ნაფიცმსაჯულთა შერჩევის სხდომა 2015 წლის 10 ივნისითვის ჩაინიშნა", - განაცხადა ნიკოლოზ ნინიძემ.

მისივე თქმით, ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 11 ივნისს ეწურება და მან საპატიმრო დაწესებულება უნდა ადტოვოს.

ამასტან, ნაფიცმსაჯულთა მხრიდან გადაწყვეტილების მიუღებლობას ხმაური მოჰყვა დარბაზში. მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან.

"ყველაფერი სიაფანდია. არავაითარი ნაფიცი მსაჯული, მკვლელი მოსამართლის მიერ უნდა გასამართლდეს. მანიაკი ოქროპირიძე აშინებს ნაფიც მსაჯულებს", - განაცხადა სხდომის შემდეგ ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს. გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ