საათნახევარზე მეტია, რაც რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია შექმნილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის მიმართულებით მიმავალი ავტოტრანსპორტის მძღოლებმა აცნობეს, საცობი #4-ე სამშობიაროს ტერიტორიიდან, ორთაჭალიდან იწყება და ფონიჭალამდე გრძელდება.
საცობის ზუსტი მიზეზი უცნობია. მძღოლები ვარაუდობენ, რომ გზაზე შექმნილი საცობი რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესს უკავშირდება.