"როგორ შეიძლება ადამიანის გასამართლება მივანდოთ მათ, ვისაც ამის კვალიფიკაცია არ გააჩნია" - კახი კახიშვილი

"როგორ შეიძლება ადამიანის გასამართლება მივანდოთ მათ, ვისაც ამის კვალიფიკაცია არ გააჩნია" - კახი კახიშვილი

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი ლაშა მახარაძის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება თავიდანვე შეცდომა იყო.

"არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, ძალიან დიდ შეცდომას წარმოადგენს. თავად იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს სისტემა წლებია მუშაობს, ფიქრობენ მის შეცვლას. როგორ შეიძლება ადამიანის გასამართლება ან გამართლება მივანდოთ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ამის ცოდნა და კვალიფიკაცია. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მცირე ნაწილს თუ გაუჩნდება სურვილი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა, როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულის მიმართ. მეტიც, დღევანდელი პროცესი იმის ნათელი მაგალითია, რომ მსაჯულებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. მარტივი ენით, ფაქტობრივად განაცხადეს, რომ რაც გინდათ ის გიქნიათო, ჩვენ თავი დაგვანებეთო, "ხელებიც დაგვიბანიაო".

ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში, სადაც ყველა - ყველას პირადად ან ვინმეს მეშვეობით იცნობს, იქ სადაც ხალხს, საკუთარი უამრავი პრობლემა აქვს, სადაც უმეტესობა პოლიტიზირებულია, გადაწყვეტილების მიღების მინდობა და შემდეგ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი - აბსურდია. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, წლების მანძილზე ამ და სხვა მიზეზთა გამო, თავად მოსამართლეებს კი ვერ გამოჰქონდათ სამართლიანი გადაწყვეტილება.

და ბოლოს, ერთში ვარ კარგად დარწმუნებული, კანონების დაუფიქრებელად ლიბერალიზაცია, უცხო ქვეყნებში მოქმედი ნორმების მიღება ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინების გარეშე საბოლოოდ წარმოქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც ძალიან ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას. კანონი უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი", - წერს კახიშვილი.

"ბავშვს ეზოში წუწაობისთვის ფეხი მოტეხა... ბიჭი სახლიდან სათამაშოდ გავიდა და თავში შეშა დაარტყა" - გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძაშვილი ბავშვის დედას ძალადობაში ადანაშაულებს

"შემძულდა ეგ ბავშვი..." - ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძის სკანდალური აღიარება

"თავზე რაც იარები მაქვს, დედის მიყენებულია" - ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ძმა უარყოფს, რომ ბაბუა და ბიძები მის დაზე ძალადობდნენ