ირაკლი შოთაძე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პროცესის შედეგებს აფასებს

ირაკლი შოთაძე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პროცესის შედეგებს  აფასებს

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პროცესის შედეგებით მთავარი პროკურატურა იმედგაცრუებულია, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, უწყება ნაფიცი მსაჯულებისგან მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ოქროპირიძის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდა.

"საქართველოს პროკურატურაც ძალიან იმედგაცრუებული ვართ სასამართლო პროცესის შედეგებით. სამწუხაროდ, გამამტყუნებელი განაჩენისთვის დაგვაკლდა ერთი ნაფიცი მსაჯულის ხმა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ მოველოდით, იქიდან გამომდინარე, რა მყარი მტკიცებულებებიც საქმეში არსებობს და რითაც დადასტურებულია, რომ ლაშა მახარაძე გიორგი ოქროპირიძემ მოკლა. მე დღეს მოვისმინე ლაშა მახარაძის დედის განცხადებები – სრულიად გასაგებია ის გულისწყრომა, რომელიც მან გამოხატა, თუმცა მინდა მას და საზოგადოებას ავუხსნა, რომ ასეთია დღეისთვის კანონი და კონკრეტულ მუხლებზე კანონმდებლობა ნაფიცი მსაჯულის სასამართლოს ითვალისწინებს.

შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში საქმის ბედი დამოკიდებულია ნაფიცი მსაჯულების, ჩვეულებრივი ადამიანების, არაპროფესიონალი იურისტების გადაწყვეტილებაზე და აქ პროკურატურა უძლურია. მე შემიძლია ერთი დავპირდე და ვუთხრა ლაშა მახარაძის დედას, რომ პროკურატურა გააგრძელებს ამ საქმეზე მუშაობას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ნაფიცი მსაჯულების პროცესზე მოვახერხებთ ოქროპირიძის გამტყუნებას და იმას, რომ სიმართლემ იზეიმოს", - განაცხადა შოთაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ