გაეროს მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს

გაეროს მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს

საქართველოში მშიერი ადამიანების მაჩვენებელი 2010-2012 წლების პერიოდთან შედარებით, 2014-2016 წლების მონაცემებით, 10,1%-დან 7,4%-მდე შემცირდა.

გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოში არსებული მშიერი ქვეყნების ანგარიშის თანახმად, 1990-92 წლების პერიოდში საქართველოში მშიერი ადამიანების მაჩვენებელი 56,5% იყო. ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, მსოფლიოს 125 ქვეყანაში მშიერი ადამიანების რიცხვი შემცირდა.

ანგარიშის თანახმად, 1990-92 წლების პერიოდთან შედარებით, მსოფლიოში მშიერი მოსახლეობის მაჩვენებელი 18,6-დან 10,9 პროცენტამდე შემცირდა. ვითარება ასევე გაუმჯობესებულია განვითარებად ქვეყნებშიც, სადაც შიმშილის მაჩვენებელი 23,3%-დან (1990-92 წლები)12,9%-მდე არის შემცირებული.

ანგარიშის ავტორთა თქმით, მშიერი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება მეტწილად ჩინეთისა და სხვა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია.

"სულ რაღაც მეოთხედი საუკუნის წინ, მსოფლიოში 1 მილიარდ ადამიანზე მეტი იტანჯებოდა შიმშილით, თუმცა დღეს მსოფლიოში მათი რიცხვი 795 მილიონს შეადგენს", - ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია