ტოპ 100 უმსხვილესი კომპანია საქართველოში

ტოპ 100 უმსხვილესი კომპანია საქართველოში

ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მიერ გამოქვეყნებული უმსხვილესი კომპანიების 2014 წლის რეიტინგის თანახმად, უმსხვილესი კომპანიების ასეულში ყველაზე მეტი კომპანია ნავთობის და გაზის რეალიზაციის სექტორიდან არის - 14%, შემდეგ მოდის ენერგეტიკის სექტორი - 9%, კვების ინდუსტრია - 9% და ვაჭრობის სექტორი - 9%, ტრასპორტი – 8%, ავტოდილერები 7, ფარმაცია – 6%, კომუნიკაცია, მშენებლობა და რითეილი 5-5%, თამბაქოს ინდუსტრია 4% და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაცია 4%, აზარტული თამაშები - 3%, აგროსექტორი - 2%, ტექნოლოგიები - 1%.

ამასთან ერთად, ასეულში, რომელიც ეყრდნობა საქსტატის ბრუნვის მაჩვენებლებს, არ შედის საბანკო და სადაზღვევო სექტორი.

2013 წელთან შედარებით, პირველი და მეორე პოზიცია უცვლელია, მეოთხედან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა ვისოლმა, მესამედან მეოთხეზე კი საქართველოს რკინიგზამ. ათეული დატოვეს ბიპი-მ, ლუკოილ ჯორჯიამ და ენერგო პრო ჯორჯიამ. შესაბამისად, მათი ადგილი ჯორჯიან მარგანეზმა, საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ, სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტმა დაიკავა.

ავტოდილერებს შორის ლიდერობენ ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში – საქართველოს რკინიგზა; მძიმე ინდუსტრია – ჯორჯიან მარგანეზი (გასულ წელს რუსთავის აზოტი); კომუნიკაციები – მაგთიკომი; მშენებლობა – აზერიოლ სერვისი (გასულ წელს შპს ანაგი); თამბაქოს იმპორტი და რეალიზაცია – ელიზი ჯგუფი; აზარტული თამაშები – ქართული კაზინოს ჯგუფი; ფარმაცია და მედიცინა – პსპ ფარმა; უალკოჰოლო სასმელების წარმოება – აიდიეს ბორჯომი, რითეილი – გუდვილი, ტექნიკით ვაჭრობა – ელიტ ელექტრონიქსი, აგროსექტორი – აგარის შაქრის კომპანია (გასულ წელს აგრიკომი), დისტრიბუცია – დიპლომატ ჯორჯია, საინფორმაციო ტექნოლოგიები – იუ ჯი თი.

2014 წლის ბიზნეს სექტორის ტოპ 100 საწარმო საქართველოში:

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია