"ჩვენს დაჭრილ, გმირ მეომრებთან ერთად მიიღეთ მონაწილეობა მარათონში"

"ჩვენს დაჭრილ, გმირ მეომრებთან ერთად მიიღეთ მონაწილეობა მარათონში"

მარათონი "ერთად ვიმარჯვებთ" ხვალ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე საბურთალოს რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მარათონი საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ არის ორგანიზებული. მარათონის მონაწილეები გაირბენენ მიცკევიჩის ქუჩას და პეკინის გამზირზე გავლენ, შემდეგ გმირთა მოედნიდან ფილარმონიასთან მოხვდებიან და თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ. მარათონი კონცერტით თავისუფლების მოედანზე დასრულდება. მოხდება მარათონში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ღონისძიება თავისუფლების მოედანზე სავარაუდოდ 15:00 საათზე დასრულდება.

7 ივნისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 09:00 საათიდან 15:00 საათამდე, მარათონის ჩატარების პერიოდში ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიცკევიჩის, პეკინის, კოსტავას ქუჩებსა და რუსთაველის გამზირის გზის სავალ ნაწილზე.

აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ვაკიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება საბურთალოს, გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით.

სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით. ხოლო სადგურის მოედნიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის ესტაკადის გავლით.

რაც შეეხება კოჯრის გზატკეცილზე მომუშავე მარშრუტებს, ტრანსპორტი მობრუნდება ამაღლების ქუჩაზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია