კანადელმა თინეიჯერმა, 18 წლის ერინ პეისლიმ მსოფლიო აალაპარაკა. სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ის მის მიერვე ქაღალდებისგან შეკერილი კაბით მივიდა. ოღონდ ეს სულაც არ ყოფილა უბრალოდ კაბის ფულის ეკონომია ან საკუთარი ნიჭის დემონსტრირება, ეს იყო სრულფასოვანი აქცია, რომელსაც კონკრეტული მესიჯები ჰქონდა.
კანადელმა ერინმა გულთან ახლოს მიიტანა თავისი იმ თანატოლების ბედი, რომლებიც უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ, გამუდმებული დამცირებისა და ძალადობის ქვეშ და ბევრ ქვეყანაში საშუალო განათლების მიღების უფლებაც არ აქვთ.