ირაკლი ღარიბაშვილი და ეკა ბესელია ჯარიმებს არ იხდიან

ირაკლი ღარიბაშვილი და ეკა ბესელია ჯარიმებს არ იხდიან

"სითი პარკის" მონაცემთა ბაზის მიხედვით შეიძლება გაირკვეს, ესა თუ ის პირი რამდენად კეთილსინდისიერი გადამხდელია.

"პოსტსკრიპტუმის" ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ეკა ბესელიას სახელზე დარეგისტრირებულ ავტომობილზე რამდენიმე ჯარიმა არის გამოწერილი, თუმცა არცერთი მათგანი გადახდილი არ არის.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს საკუთარი ავტომობილისთვის არც პარკირების საშვი შეუძენია. დეპუტატის ავტომობილი ნომრებით EKA 041- ზე ამ დროისთვის 7 გადაუხდელი ჯარიმა ფიქსირდება.

ეკა ბესელია ამბობს, რომ ის ამ მანქანით არ სარგებლობს და მას ყოველდღიურად მისი და იყენებს. ბესელია არ ფლობს ინფორმაციას, იხდის თუ არა მისი და ჯარიმებს.

გადაუხდელი ჯარიმები აქვს ირაკლი ღარიბაშვილსაც, პრემიერ-მინისტრის სახელზე დარეგისტრირებულ 2 ავტომობილზე "პოსტსკრიპტუმმა" სამი გადაუხდელი ჯარიმა აღმოჩინა.

კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ვისაც გადაუხდელი ჯარიმები აქვს გიგლა აგულაშვილია. ყოფილი დეპუტატის და ახლა უკვე გარემოს დაცვის მინისტრის სახელზე რამდენიმე ჯარიმა ფიქსირდებოდა, მისი ავტომობილი საჯარიმოზეც გადაიყვანეს და დამატებით 150 ლარით დააჯარიმეს, თუმცა აგულაშვილს არც ეს ჯარიმები ჰქონდა გადახდილი.

მას შემდეგ, რაც მასთან "პოსტსკრიპტუმმა" აღნიშნულ თემაზე ინტერვიუ ჩაწერა, მინისტრმა მის სახელზე არსებული ყველა ჯარიმა დაფარა და ავტომობილისათვის პარკირების საშვიც შეიძინა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."