"თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ" - დავით უსუფაშვილი

"თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ" - დავით უსუფაშვილი

"თუ ვინმეს არ ვესიმპათიურები, მაინც უნდა ამიტანოს, რადგან დემოკრატია ერთმანეთის ატანის ხელოვნებაა"

"ცოტა ხანში ყველაფერი პარლამენტსაც მოეკით­ხება - ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიღწევა და ცოდვა 2016 წელს მაგიდაზე დაიდება..."

უახლოეს მომავალში ქვეყანაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები­ იგეგმება, მათ შორის აღსანიშნავი შს სამინისტროს რეფ­ორმაა - უწყებას უშიშროება და სპეცსამსახურის დეპარტამენტი გამოეყოფა. საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს ოპოზიცია საარჩევნო კოდექსშიც და ამ მიმართულებით­ შეუსრულებელ დაპირებებზე საუბ­რობს... ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აფასებს:

- ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტ­ების მშენებლობისთვის აუცილებელია, შს სამინისტრო თანამედროვე სტანდარტებზე გადაეწყოს. უწყების სამოქალაქო სისტემად­ გარდაქმნა მოწინავე ქვეყნებში დანერგილი­ პრაქტიკაა - პირველი პოლიციელი შს მინისტრი კი არა, შესაბამისი დეპარტამენ­ტის უფროსი უნდა იყოს. იგივე რეფორმა გატა­რდა თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც მინ­ისტრი პოლიტ­იკას განსაზღვრავს, სამხედრო პირები კი საქმეს­ ბრძოლის ველზე აკეთებენ. შს სამინისტროს რეფორმირებაზე მსჯელობა დიდი ხნის წინ დაიწყო,­ თუმცა წინა მმართველებმა­ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბე­დეს. ავტორიტ­არული მმართველობისთვის შს სამინისტ­როს ერთ ძალაუფლების მონ­ო­პოლისტ უწყებად ჩამო­ყ­ალიბება მომგებიანია. გვინდა­, უშიშროების სამსახურებმა მეტი სტაბილურობა მოიპოვონ და პოლიტიკ­ური ამინდისა თუ ხელისუფლ­ების ცვლ­ი­ლებაზე­ დამოკიდებული­ არ იყვნენ.

- ოპონენტების განცხად­ებით, ცვლილებები­ პოლიტი­კური მანიპულაციის მეტ საფ­რთხეს­ შეიცავს.­ რამდენად კონ­ტროლირებ­ადი იქნება­ ეს ინსტიტუტები და დაექვემდებარებიან თუ არა საპარლამენტო ზედამხედველობას­ ან ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ სპეცსამსახურები­ სახელმწიფოს მმართველობაში აღარ ჩაერევიან?

- გაუგებარია, არსებული სისტემა ოპონენტებისთვის მისაღები რატომ გახდა? დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას გადახედონ და თუნდაც ერთი ქვეყანა დამის­ახელონ, სადაც შს სამინისტ­რო გასამხედრ­ო­ებული უწყებაა. თუ არასწორად ვმოქმე­დე­ბთ, ზოგადი­ იდეების ნაცვლად დასა­ბ­უთ­ებული არგუმენტებით მიგვითითონ. ამ ცვლილების მიზანია, უსაფრთხოების სამს­ახ­ურების ეფექტ­უ­რობა გაიზარდოს, იმ საკი­თხ­ებზე გავლენა­ კი, რაც მათ კომპეტენციას სცილდება - შემცირდეს.

- მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უშიშროების თანამშრომლები, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ, საზღვარგარეთ დააკავეს. ექსპრეზიდენტის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე გავ­ლ­ენას რამდენად მოახდენს?

- ნება მომეცით, მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებისა და საჯარო მოხელეების განცხ­ად­ებებზე კომენტარი არ გავაკეთო.­ საქართველო და უკრაინა მეგობარი სახელმწიფოები არიან. ცალკეული ადამიანების ქმედ­ება კი ორი ერის ურთიერთო­ბაზე ვერ აისახება. ადამიან­ე­ბი­ ზოგჯერ არჩევანს სამშობლ­ოს წინააღმ­დეგ ან მისგან დამოუკიდებლად აკეთ­ებენ. ამ შემთხვევაში სააკაშვილმა­ არ ჩათვალა საჭიროდ, თავისი მმართველობ­ისას მიღებულ კანონს დამორჩილებოდა. დაახლოებით ათი წლის წინ სააკაშვილის ლიდერობას ქვეყ­ანაში დიდი იმედები უკავ­შირდებოდა, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა, რომ იმედები დამსხვრეულიყო და თავ­ადაც დღეს არსებულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."