მოგლეჯილი ხეები და ჩახერგილი გზები - კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

მოგლეჯილი ხეები და ჩახერგილი გზები - კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

კახეთში ისევ სტიიქიას ებრძვიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სტიქიის ზონიდან იტყობინება, წუხელ ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ყვარლის რაიონი დაზარალდა. ქარიშხალმა ყვარელში ათამდე ხე მოგლიჯა, რის გამოც რამდენიმე საათით შეფერხებული იყო მოძრაობა ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის მთავარ მაგისტრალზე.

სტიქიამ ყვარლის ტბისკენ მიმავალი გზაც ჩახერგა. სამაშველო და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურები, გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ.

როგორც ჟურნალისტებს ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, სტიქიის შედეგად დაზიანდა თუ არა ვენახები და ნათესები, დღეს გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია