სასამართლო პროცესები ხშირად სამართლიანობის გამარჯვების ნაცვლად საზოგადო სპექტაკლად იქცევა ხოლმე, სადაც გმირებსა და ბოროტმოქმედებს ნაფიცი მსაჯულები და მედია ერთად ადგენენ. წარმოგიდგენთ უახლეს ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ სასამართლო პროცესებს, სადაც ნაფიცმა მსაჯულებმა არასწორი და უპატიებელი გადაწყვეტილებები მიიღეს.
5. კეისი ენტონი
კეისი ენტონი, ფლორიდის შტატში საკუთარი, ორი წლის ქალიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს. ქალი მკვლელობისთვის უნდა გასამართლებულიყო, პროკურორი კი სიკვდილით დასჯას ითხოვდა. სასამართლო ექვს კვირას გაგრძელდა და დიდი რეზონანსი ჰპოვა. საბოლოოდ, ენტონი უდანაშაულოდ ცნეს საკუთარი ქალიშვილის მკვლელობაში. ამ ვერდიქტმა ამერიკაში საოცარი გაღიზიანება გამოიწვია. პოლიციას ენტონისთვის დაცვის გამოყოფა მოუწია, რადგან მასზე ქუჩაში მოქალაქეები ძალადობდნენ.
4. შონ ბელის საქმე
მას შემდეგ, რაც შონ ბელი ნიუ იორკის პოლიციის თანამშრომლებმა ქუინსში, კლუბთან ახლოს მოკლეს, სამი ოფიცერი დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, სამართალდამცავებმა მანქანის მიმართულებით 50-ჯერ ისროლეს. პოლიციელებმა საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების დახმარებით მოითხოვეს და საბოლოოდ, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით, მათ ყველა ბრალდება მოეხსნათ.
3. ო. ჯეი. სიმფსონი
ო. ჯეი. სიმფსონმა საკუთარი ცოლი, ნიკოლ ბრაუნი და მისი მეგობარი რონ გოლდმანი საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლა. სიმფსონის წინააღმდეგ უამრავი ნივთმტკიცება არსებობდა, მაგრამ მისმა ადვოკატმა ნაფიცი მსაჯულების ემოციებზე რასისტული წნეხით იმოქმედა და საბოლოოდ, მათ სიმფსონი უდანაშაულოდ ცნეს. რამდენიმე წლის შემდეგ, სიმფსონი კვლავ დააკავეს გატაცებისა და ქურდობისთვის. საბოლოოდ, მას 33 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
2. როდნი კინგის საქმე
1991 წელს, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა სასტიკად ცემა როდნი კინგი, რისი ამსახველი კადრებიც სამეთვალყურეო კამერამ დააფიქსირა. პოლიციელები ძალაუფლების გადამეტების კუთხით გაასამართლეს. თუმცა, ლოს-ანჯელესში გამართული სასამართლო პროცესის დროს, ნაფიცი მსაჯულები თეთრკანიანი დემოკრატებით იყვნენ დაკომპლექტებულნი. მათ პოლიციელები უდანაშაულოდ ცნეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უტყუარი მტკიცებულება მათი დანაშაულისა.
1. ოსკარ გრანტის საქმე
2009 წლის მიწურულს პოლიციელმა უიარაღო ოსკარ გრანტი მოკლა მაშინ, როდესაც უკვე ბორკილებდადებული ჰყავდა. პოლიციელი უდანაშაულოდ ცნეს მეორე ხარისხისა და განზრახ მკვლელობაში, მაგრამ დამნაშვედ ცნეს შემთხვევით მკვლელობაში. მკვლელს საბოლოოდ 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ერთ წელიწადში უკვე გაათავისუფლეს, რამაც ამერიკის მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
მომზადებულია vibe.com-ს მიხედვით.