საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, მისთვის აღმაშფოთებელია, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ განაჩენი ვერ გამოიტანეს.
იხილეთ| პრემიერის განცხადების სრული ტექსტი
"ეს არის ყველაფერი სიაფანდობა, არავითარი ნაფიცი მსაჯული, მკვლელი უნდა გასამართლდეს მოსამართლის მიერ",- ეს განცხადება ლაშა მახარაძის დედამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. მოკლული მახარაძის დედა ამბობს, რომ საქმე არა ნაფიცმა მსაჯულებმა, არამედ მოსამართლემ უნდა გამოიტანოს.
"არავითარი ნაფიცი მსაჯული. მკვლელი უნდა გასამართლდეს მოსამართლის მიერ. არ მაინტერესებს, რას ითხოვს მანიაკი ოქროპირიძე, რომელიც ისე აშინებს ნაფიც მსაჯულებს, რომ ვერდიქტი ვერ გამოაქვთ", - აცხადებს ნინო დიდებულიძე.
მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს. გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.
სწორედ ლაშა მახარაძის გახმაურებული მკვლელობის საქმის შემდეგ დაიწყო იმის განხილვა, რამდენად არის მზად ქართული საზოგადოება ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტისთვის, ან რა ტიპის საქმეებში უნდა ხდებოდეს მათი ჩართვა. Ambebi.ge დაინტერესდა, რა იციან მოქალაქეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. ჩვენ მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი საკითხთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობს.
Ambebi.ge გთავაზობთ ინფორმაციას ბროშურიდან - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, რომელიც ამ აქტუალურ თემასთან დაკავშირებით არსებულ ბევრ კითხვაზე იძლევა პასუხს.
გარდა ამისა, საჯარო მოსამსახურეებსა და სახელმწიფოს ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს სამუშაო ადგილი და ანაზღაურება უნარჩუნდებათ.
1. იგი სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს გადაცილებული პირი;
2. იგი ფლობს სისხლის სამართლის პროცესის ენას. საქართველოში სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზურ ენაზე;
3. იგი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც იმ სასამართლოს განსჯადობაში შედის, სადაც პროცესი მიმდინარეობს;
4. მას შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს შეუშლის მისი, როგორც ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას.
1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია;
2. გამომძიებელია;
3. პოლიციელია;
4. ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
5. სასულიერო პირია;
6. აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;
7. ბრალდებულია;
8. ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია;
9. მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად ამ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე;
10. ფსიქოლოგია;
11. ფსიქიატრია;
12. იურისტია.
დიახ, პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე, თუ:
1. უკანასკნელი წლის განმავლობაში იგი უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
2. იგი ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს;
3. ჯანმრთელების მდგომარეობის გამო;
4. ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
5. იგი 70 წელს გადაცილებულია.
1. მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ, რაც ასახულია სპეციალურად მათთვის გაგზავნილ აცილების ფორმაში, აცნობოს სასამართლოს, უწყების მიღებიდან 2 დღის განმავლობაში.
2. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს შერჩევის სხდომამდე გონივრულ ვადაში საცხოვრებელ მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე დამტკიცებული კითხვარი. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები ვალდებულნი არიან, უპასუხონ კითხვებს და დაუბრუნონ იგი მოსამართლეს კითხვარში მითითებულ ვადაში.
3. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსაჯულობის კანდიდატები ვალდებულნი არიან სასამართლოში გამოცხადდნენ უწყებაში მითითებულ დროს და ადგილას.
გარდა თვითაცილებისა, მხარეებსაც აქვთ უფლება იშუამდგომლონ მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ.
გარდა ამისა, მოსამართლე ყველა იმ გარემოებას ამოწმებს, რომელიც შეიძლება მსაჯულობის კანდიდატის აცილების საფუძველი გახდეს და მხარეებს საშუალებას აძლევს, შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და წარადგინონ დამატებითი მასალები აცილების თაობაზე.
მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხი გასცეს მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი ურთიერთობის შესახებ, აგრეთვე ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვაში ხელი შეუშალოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქმეში მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ მოსამართლეს სთხოვონ ნაფიცი მსაჯულობის რამდენიმე კანდიდატის აცილება დასაბუთებული მიზეზით, რაც დაკავშირებულია მოსაზრებასთან, რომ მას არ შეუძლია იყოს კომპეტენტური, ყურადღებიანი, ან იმოქმედოს ნაფიცი მსაჯულის ფიცის (ციტირებულია ქვემოთ) შესაბამისად. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების თაობაზე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება ან უკუგდება მოსამართლეზეა დამოკიდებული. დასაბუთებული მიზეზით ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების გარდა, მხარეებს უფლება აქვთ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი აიცილონ კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშე. ამგვარი სახის აცილებას "დაუსაბუთებელი აცილება" ეწოდება. დაუსაბუთებელი აცილების გამოყენების წესს და მათ რაოდენობას კანონი განსაზღვრავს.
აცილების შემდეგ დარჩენილი თორმეტ კანდიდატს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს როგორც სათადარიგო მსაჯული.
სათადარიგო მსაჯული სასამართლო სხდომას და სასამართლოს თათბირს ესწრება. სათადარიგო მსაჯულს უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში.
ფიცის ტექსტი იკითხება შემდეგნაირად:
"ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!".
ნაფიცი მსაჯულები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უმნიშვნელოვანესი რგოლია და, რასაკვირველია, მათ მთელი რიგი უფლებები გააჩნიათ, კერძოდ:
ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს, თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს:
1. სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;
2. წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ;
3. სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება:
ა) სხდომის თავმჯდომარისაგან _ კანონის შესახებ;
ბ) მოწმეთაგან _ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ;
გ) მხარეთაგან _ დასკვნითი სიტყვის შესახებ;
4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის დროს დამატებითი განმარტება მოსამართლისაგან კანონის შესახებ.
გარდა ამისა, მსაჯულებს შეუძლიათ სხდომის მიმდინარეობისას გააკეთონ ჩანაწერები. ჩანაწერები მხოლოდ იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ნაფიცი მსაჯულების მეხსიერებას დაეხმაროს. ჩანაწერებმა მსაჯულებზე ზედმეტი გავლენა არ უნდა მოახდინონ. მათ ასევე სათათბირო ოთახში გასვლამდე ეძლევათ სასამართლო სხდომის ოქმი, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც დაუშვებელ მტკიცებულებებს ეხება.
უფლებების გარდა, ნაფიც მსაჯულებს მთელი რიგი მოვალეობები აკისრიათ, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია, კერძოდ ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ:
1. სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;
2. ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;
3. განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;
4. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სასამართლო სხდომის ფარგლებს გარეთ;
5. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა;
6. სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.
ასეთ შემთხვევაში, ნაფიცი მსაჯული მანდატურის მეშვეობით თავის შეკითხვას წერილობითი სახით საქმის განმხილველ მოსამართლეს გადასცემს.
გარდა მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულებისა და მხარეებისა, სასამართლო დარბაზში სხვა პირებიც იქნებიან. ქვემოთ წარმოდგენილი სია განგიმარტავთ, თუ ვინ არიან ისინი და რას მოიმოქმედებენ სასამართლო დარბაზში ყოფნისას:
1. ბრალდებული _ პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან დანაშული ჩაიდინა.
2. მხარე _ ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი (დაცვის მხარე); გამომძიებელი პროკურორი (ბრალდების მხარე).
3. სასამართლო სხდომის მდივანი _ იგი ამოწმებს, გამოცხადდა თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირი და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს, სხდომის თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტს, აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს.
4. მანდატური _ იგი იცავს წესრიგს, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სასამართლოში და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს მოსამართლესა და ნაფიც მსაჯულებს.
თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს თავის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას საკითხისადმი, მხარს უჭერს ან პირიქით, უარყოფს მას. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
1. აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას;
2. უსაფუძვლოა;
3. გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.
თუ უარს არც ერთი მხარე არ განაცხადებს, ნაფიცი მსაჯულები სასჯელის დანიშვნის სხდომაში მონაწილეობენ და ამ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს სასჯელს უნიშნავს ნაფიც მსაჯულთა მიერ სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით. კერძოდ:
თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას მიიღებენ, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი, ხოლო თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი აღემატება მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედს, მსჯავრდებულს ენიშნება მინიმალური სასჯელი.
თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ შესწევს უნარი, მიიღოს სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია, სასჯელს ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.
სასჯელის დანიშვნის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს.
როგორ უნდა მოიქცეს ნაფიცი მსაჯული, თუ მისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი სასამართლო განხილვის შესახებ სასამართლო დარბაზის გარეთ, ან ვინმე დაუკავშირდა, ან იგი გააცნობიერებს, რომ ფლობს სპეციფიკურ ინფორმაციას საქმესა და სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით?
ასეთ შემთხვევაში ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს მომხდარის შესახებ.
წინამდებარე საინფორმაციო ბროშურაში მოცემული ინფორმაციის გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლო ნაფიც მსაჯულთა საორიენტაციო პროგრამას ახორციელებს, რომელიც ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაგაცნობთ. საორიენტაციო შეხვედრისას განგემარტებათ სასამართლოში თქვენი გამოცხადების აღრიცხვის პროცედურები, თუ როგორ უნდა გაარკვიოთ გამოცხადების თარიღი, სასამართლოს სამუშაო საათები და როგორც მოქმედმა ნაფიცმა მსაჯულმა რა უნდა მოიმოქმედოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევისას.
შეგახსენებთ, რომ ნაფიც მსაჯულად სამსახური ყოველი მოქალაქის საპატიო ვალია ქვეყნისა და მართლმსაჯულების წინაშე.