ვის სახელს მიანიჭებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს

ვის სახელს მიანიჭებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის რუსთაველის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ თბილისის აეროპორტისათვის რუსთაველის სახელის მინიჭება ძალიან შორეული მომავლის საქმე არ არის.

ამაზე იყო უკვე საუბარი. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს სრულდება 850 წელი ჩვენთვის სასიქადულო და მსოფლიოში ქართველებიდან ყველაზე ცნობილი მწერლის, შოთა რუსთველის დაბადების. ვფიქრობთ, რომ შოთა რუსთველის სახელი ყველაზე შესაბამისი იქნება, როდესაც ჩვენთან ჩამოდიან სტუმრები, იგივე როდესაც ჩვენ ვბრუნდებით სამშობლოში, პირველი რაც თვალს ხვდება, ეს არის აეროპორტი. ასე რომ როგორიც იქნება აღქმა დედაქალაქის, ეს აღქმა დაიწყება აეროპორტიდან", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების ინიციატვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია