ჩოხატაურში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს - შსს-მ ბრალდებული დააკავა

ჩოხატაურში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს - შსს-მ ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული გიორგი ლ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 ივნისს, დაბა ჩოხატაურის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მიზნით, ურთიერთშელაპარაკებისას 1968 წელს დაბადებულ ზურაბ უ-ს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გიორგი ლ. შემთხვევიდან სამ დღეში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დაზარალებული გიორგი ლ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ