რა პროფესიებს ირჩევენ ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად

რა პროფესიებს ირჩევენ ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად

ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა - ეს ის პროფესიებია, რომლებსაც ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ, რისი მიზეზიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დასაქმების შემთხვევაში მაღალი ანაზღაურების ხიბლია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წელს გამოცდებისათვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი ემზადება. ერთიან ეროვნულ გამოცდამდე თვეზე ნაკლები დარჩა, თუმცა რომელი პროფესია ან უნივერსიტეტი ლიდერობს, ჯერ ცნობილი არ არის. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, 5-7 წლის განმავლობაში მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი უცვლელი რჩება.

"ბოლო რამდენიმე წელია, ალბათ 5-7 წელია, რაც ეკონომიკური მიმართულებებია პოპულარული. წელს საბოლოო არჩევანი აბიტურიენტებს ჯერ არ გაუკეთებიათ, ყოველდღიურად იცვლება, თუმცა ბოლო წლებია, პროფესიების რეიტინგი კვლავ იგივე რჩება. პირველ ადგილს ეკონომიკური მიმართულებები იკავებს. როგორც წესი, პირველს ეკონომიკურს წერენ ხოლმე. გარდა ეკონომიკისა, მოთხოვნადი პროფესიებია - იურისპრუდენცია, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა. როგორც წესი, ამ მიმართულებებზე კონკურსიც მაღალია. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წელია საინჟინრო და აგრარულ სპეციალობებზე, ასევე საბუნებისმეტყველო პროფესიებზე - ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია - მოთხოვნა გაიზარდა. ამ მიმართულებების მიმართ ინტერესის გაზრდა უფასო ფაკულტეტების შემოღებამ გამოიწვია. ფაკულტეტების პრესტიჟულობა, როგორც წესი, ყოველწლიურად არ იცვლება და ბოლო 5-7 წელია, ერთი და იგივე მიმართულებებზეა მოთხოვნა. მაგალითად, 10 წლის წინ ძალიან პოპულარული იყო იურიდიული ფაკულტეტი, მართალია ახლაც ძალიან მოთხოვნადია, თუმცა ეკონომიკური უფრო პოპულარული გახდა. ასევე მოთხოვნა გაიზარდა საინფორმაციო ტექნოლოგიური სპეციალობების მიმართაც.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია