უნგრელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს აქვეყნებენ

უნგრელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს აქვეყნებენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, მარტის თვეში, საქართველოში უნგრული მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. უნგრეთის ტურისტულმა ბაზარმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ოქტომბრის თვიდან გაიხსნა ფრენები ქუთაისი-ბუდაპეშტის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებები უნგრეთის მიმართულებით გააქტიურებულია. უნგრელი ჟურნალისტებისათვის ჩატარებული საინფორმაციო ტური მეტად შედეგიანი აღმოჩნდა. ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონის მოახლოებამდე, უნგრეთის ბეჭდურ და ონლაინ საშუალებებში საქართველოს, ისევე როგორც მისი ულამაზესი ზღვისპირა რეგიონის - აჭარის შესახებ მრავალი სარეკლამო ხასიათის სტატია დაიბეჭდა. წამყვანი მედიის 8 სხვადასხვა პორტალსა და ჟურნალში 10-ზე მეტი სტატია მიეძღვნა შავი ზღვის ულამაზეს ქალაქს - ბათუმს, მის ღირშესანიშნაობებს, აჭარული სამზარეულოს ტრადიციებსა და ღვინოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია