ყაზახური მედია აჭარის შესახებ

ყაზახური მედია აჭარის შესახებ

„აქ ყაზახი ტურისტები უყვართ და მათ მთელი წლის მანძილზე ელიან’’ - აცხადებს ყაზახეთის მე-7 არხის ერთ-ერთი წამყვანი და აჭარა-ბათუმს ვრცელ სიუჟეტს უძღვნის. სიუჟეტში ჟურნალისტი მაყურებელს აჭარის მთის, ჩანჩქერების, ზღვისა და უნიკალური ღირშესანიშნაობების მიმზიდველობაზე ესაუბრება და რეგიონს არამარტო ზაფხულში, არამედ წლის ნებისმიერ სეზონზე საინტერესო ტურისტულ დესტინაციად მიიჩნევს. უგემრიელესი აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებასთან ერთად ჟურნალისტი მაყურებელს მთიან აჭარაში სტუმრობასაც ურჩევს. „აჭარაში სასტუმროების რაოდენობა ყველწლიურად მატულობს, უმჯობესდება სერვისი. აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობ, რადგან საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პოლიცია და კეთილგანწყობილი ხალხია...“

აჭარის პოპულარიზაციას მიეძღვნა ასევე ორი ვრცელი სიუჟეტი ყაზახეთის 1 არხის ნაციონალურ ტელევიზიის გადაცემებში, სადაც ჟურნალისტები მაყურებელს თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და არდადეგების გატარებას ბათუმში ურჩევენ.

ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბათუმში 11-15 მაისს, მედია ტურის ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდნენ. გარდა სატელევიზიო სიუჟეტებისა, ზაფხულის ცხელ სეზონამდე უკვე გამოქვეყნებულია სტატიები ყაზახეთის წამყვან ბეჭდურ და ონლაინ მედიაში. სტატიებისა და სიუჟეტების ხილვა შესაძლებელია შემდეგ ლინკებზე: http://www.expresskz.com/novosti/otchego-kazahstanskomu-turistu-otdyhat-v-gruzii-horosho

http://www.zakon.kz/4714350-otchego-kazakhstanskomu-turistu.html

http://kaztv.kaztrk.kz/kz/programs/viewArchive?id=152043 , http://www.nur.kz/761544-almaty-batumi-vse-prelesti-otpuska-na.html

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია