მონაზვნები სამი დღით ლიფტში გაიჭედნენ

მონაზვნები სამი დღით ლიფტში გაიჭედნენ

2 მონაზონი სასმელი წყლისა და საკვების გარეშე 3 დღით, რომის მონასტრის ლიფტში გაიჭედა. მონაზვნები, რომელთაგან ერთ-ერთი ირლანდიიდან ჩამოვიდა, ხოლო მეორე - ახალი ზელანდიიდან, ლიფტში პარასკევს გაიჭედნენ.

ორშაბათს დილით, მონასტერში დამლაგებელი მივიდა. მას შემდეგ, რაც მას კარი არავინ გაუღო, იგი იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახა, რომელმაც ლიფტში გაჭედილი ორი მონაზონი აღმოაჩინა.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მონაზვნებს გაუწყლოება აღენიშნებოდათ, თუმცა, საბედნიეროდ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების თავიდან აცილება მოხდა. მონაზვნების თქმით, მთელი უქმე დღეები მათ ლოცვაში გაატარეს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ფოტოები თურქეთის პროვინციიდან, სადაც მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა მსოფლიოს აეროპორტების სია, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს უსაფრთხოა