"საკითხი ასე არ დგას, რომ მთის მინისტრს შემდეგ მოჰყვება თუ არა პიტალო კლდეების დეპარტამენტი"

"საკითხი ასე არ დგას, რომ მთის მინისტრს შემდეგ მოჰყვება თუ არა პიტალო კლდეების დეპარტამენტი"

საკითხი ასე არ დგას, რომ მთის მინისტრს შემდეგ მოჰყვება თუ არა პიტალო კლდეების დეპარტამენტი, - აღნიშნული განცხადება ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას "მთის შესახებ" კანონის შეფასებისას გააკეთა.

ბერძენიშვილის თქმით, საკითხი საკმაოდ სერიოზულია და მასზე მუშაობაა საჭირო.

"უმრავლესობის შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში ბევრი ჩვენი მთის რეგიონი, რომელშიც არის პატარა საარჩევნო უბნები, უნდა გამსხვილდეს და გაერთიანდეს. იმის მაგივრად, რომ მათ ჰყავდეს თითო-თითო წარმომადგენელი, შეიძლება ახლა რამდენიმეს ჰყავდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. ამან გამოიწვია იმ რეგიონების მაჟორიტარების სამართლიანი გულისტკივილი, თუ ვინ გამოხატავდა მათ ინტერესებს.

სწორედ აქ წარმოიქმნა მოსაზრება, რომ ხომ არ უნდა არსებობდეს ამ შემთხვევაში მინისტრი ან სახელმწიფო მინისტრი. უმრავლესობა ამას ვერც დაადგენს და ვერც შესთავაზებს ხელისუფლებას. თავისთავად ასეთი მსჯელობა საქართველოს მოსახლეობაში სახუმაროდ იქცა. ზოგიერთი სეროზულად ვერ ეკიდება ამ საკითხს, რადგან არ იცის რაზეა საუბარი. დაცინვა ყველაფრის შეიძლება, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი რამ მომზადდა საზოგადოებას მეტი ახსნა-განმარტება სჭირდება. მაგრამ მთის მინისტრი და მერე ამას მოჰყვება თუ არა პიტალო კლდეების დეპარტამენტი, საკითხი ასე არ დგას. ძალიან სერიოზული საკითხია. მთავრობის დაცინვა იოლია, მაგრამ ისე მინდა ვთქვა, რომ ბუსუსებიანი პრეზერვატივის არ იყოს, კარგია ვინმე რამეში თუ გაერკვევა და მერე დაიწყებს ხუმრობას, თორემ ხუმრობა ისეთი ვიცით, რომ მთელ საქართველოს გავაცინებთ"", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."