ნარკორეალიზატორი, რომელსაც სასჯელი გადაუვადეს - რა ინტერესი ჰქონდა მეგის ქარდავას?

ნარკორეალიზატორი, რომელსაც სასჯელი გადაუვადეს - რა ინტერესი ჰქონდა მეგის ქარდავას?

56 წლის იყო, ხელმეორედ საბრალდებო სკამზე რომ დასვეს. მისთვის წაყენებული ბრალი უმძიმესი გახლდათ - ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, რეალიზაცია. ბოლო წუთამდე ბრალდებული იმედს არ კარგავდა, ირწმუნებოდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა, სასამართლოს დარწმუნება ვერ შეძლო.

"სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს!" - მოსამართლემ მაგიდას ჩაქუჩი დაარტყა და სასამართლო დარბაზიდან გავიდა. საბადრაგო სამსახურმა ბრალდებული ქალი დარბაზიდან გაიყვანა, ხმას ვერ იღებდა, ნერვიულობისგან ფეხები უკანკალებდა. საკანს დაუბრუნდა, რკინის კარი ხმაურით დაიკეტა, მარტო დარჩენილი კი მწარედ აქვითინდა.

ამ ქალბატონმა ციხეში 9 წელი უკვე გაატარა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იგი შეიწყალა და სამუდამო პატიმრობა 13-წლიანი მსჯავრით შეუცვალა. შესაძლოა, მალე გაათავისუფლონ ციხიდან. კანონით ამნისტიაც შეეხება დარჩენილ სასჯელს. სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს, კომისიამ უნდა იმსჯელოს მისი გათავისუფლების საკითხზე და ამის შემდეგ გადაწყდება, საბოლოოდ დატოვებს თუ არა ციხეს 65 წლის ასაკში.

გთავაზობთ ინტერვიუს ყოფილ სამუდამომისჯილ ვაკონა ბერიშვილთან:

- სამუდამო პატიმრობა რომ მომისაჯეს, გაშეშებული, შოკში ვიყავი, თითქოს ჩემი ცხოვრება იქ დამთავრდა. შეიძლება ითქვას, შოკში ვიყავი მანამ, სანამ უვადო პატიმრობა არ მომეხსნა და ვადიანი სასჯელი არ მომისაჯეს. ძალიან მძიმედ გავიდა ეს წლები, რომ არა ციხის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და თანაგრძნობა, ამას ვერ გადავიტანდი. ე.წ. მატროსოვის ციხეში 2007 წელს შემომიყვანეს, მაშინ ქალთა კოლონია იქ იყო. გასამართლებამდე ქუთაისის ციხეში ვიყავი გამოკეტილი, მერე ფაქტობრივად ცოცხალ-მკვდარი გადმომასვენეს "მატროსოვზე". ქუთაისის ციხეში კი ფსიქიკურად დაავადებულ ქალთან ერთად გამომკეტეს საკანში. იმ ქალს მუწუკები ჰქონდა, ტილიც ჰყავდა, საშინელი შეგრძნება მქონდა, სულ შიშის ქვეშ ვიყავი, ირგვლივ სიბინძურე იყო. "მატროსოვზე" გადმოყვანის შემდეგ კი თითქოს შვება ვიგრძენი, აქ სხვა გარემო დამხვდა. თუმცა, რა შვებაზეა საუბარი, როცა სამუდამოს მოგისჯიან ადამიანს? არ მაინტერესებდა არავინ და არაფერი, ორი თვე საკანში სულ მარტო ვიყავი. იმ ემოციის გადმოცემაც მიჭირს, რასაც მაშინ განვიცდიდი. საკნის კარი რომ გაიღებოდა, სულ იმის მეშინოდა, რომ მომკლავდნენ.

- მოკვლის რატომ გეშინოდათ?

- მემუქრებოდნენ და სულ ამის შიში მქონდა.

- პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამივე სამუდამომისჯილ ქალბატონს სამუდამო პატიმრობა მოგიხსნათ, თქვენ ყველაზე მცირე სასჯელი, 13 წელი მოგისაჯეს. რა განცდა დაგეუფლათ, როცა შეიტყვეთ ეს ამბავი?

- თანამშრომლებისგან გავიგეთ, რომ სამუდამო მოგვიხსნეს. ეს რომ მომილოცა თანამშრომელმა, თავიდან ხუმრობა მეგონა, თუმცა, გულში გამიელვა, ასეთ რამეს როგორ გაიხუმრებდა-მეთქი? თუ ეს ასეა, ერთს მაინც გაკოცებ-მეთქი. კიდევ მომილოცა. ცოტა ხანში ციხის დირექტორი, ქალბატონი ნესტან ვერულაშვილი გამოჩნდა, საკნის კარი რომ შემოაღო, მივხვდი, ეს სიმართლე იყო და დავიყვირე, - ახლა მჯერა-მეთქი. ვერც ამ ემოციას გადმოგცემთ, ეს მეორედ დაბადება იყო. ერთადერთი შვილი მყავს, პირველ რიგში მას დავურეკე და ვუთხარი. ჩემი გოგო ცუდად გახდა, სიხარულისგან კიოდა. თავიდან ისიც არ ვიცოდი, 13 წელი რომ მომისაჯეს, რამდენიმე დღის მერე გავიგე ეს ამბავი და ახლა ისევ შოკში ვარ. 9 წელია, აქ ვარ გამოკეტილი, სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი მაქვს, ასაკიც მაქვს, 65 წლის ციხეში გავხდი, აქედან გამომდინარე, შეიძლება მალე გავიდე. ამას ყველა მეუბნება, რომ სულ მალე დავტოვებ ციხეს, მაგრამ სანამ აქედან არ გავალ, მაინც ვერ დავიჯერებ.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ