თინა ხიდაშელი - საქართველო არა მარტო მაპ-ს, ნატოს წევრობას იმსახურებს

თინა ხიდაშელი - საქართველო არა მარტო მაპ-ს, ნატოს წევრობას იმსახურებს

მე რომ მკითხოთ, საქართველო არა მარტო მაპ-ს, ნატოს წევრობას იმსახურებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "მაესტროს 9-იანში", ვარშავის სამიტის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად მაპ-ი არის ის აუცილებელი საფეხური, რომელიც საქართველომ ალიანსში გაწევრიანებამდე უნდა გაიაროს.

"მე რომ მკითხოთ, საქართველო იმსახურებს წევრობას, მაგრამ ჩვენ ბუქარესტის დეკლარაციაში ცალსახად გვიწერია, რომ უნდა გავიაროთ საფეხური, რომელსაც მაპ-ი ჰქვია. ეს არის პირობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ამიტომაც, ბუნებრივია, დღეს ვსაუბრობთ მაპ-ზე, როგორც აუცილებელ და სავალდებულო პირობაზე. რაც შეეხება ვარშავის სამიტს, მე როცა ვამბობ, რომ ეს არის მოლოდინებისა და იმედების სამიტი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ქვეყანას ვგულისხმობ, მაგრამ არა მხოლოდ - იმდენი გამოწვევის წინაშე დადგა წინა სამიტი და ვარშავამდე მსოფლიო, რომ ვფიქრობ, ვარშავის სამიტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრინციპული და მნიშვნელოვანი იქნება. ბევრი ისეთი საკითხია ვარშავის დღის წესრიგში, რომელიც ყველაზე მაღალი საფრთხეების მატარებელია დღევანდელი მსოფლიოსთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მონტერეგროს თემა, რომელსაც მაღალი ალბათობით, ალბათ, უკვე წევრობის მოწვევას გაუგზავნიან. ეს არის კარგი გზა, კარგი გზავნილი, კარგი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება რამდენიმე წელიწადში დაასრულო პროცესი, თუ საშინაო დავალებას სწორად ასრულებ და სწორად მოქმედებ. ამიტომ სწორედ ამ გზის დასაწყისს ველოდები ვარშავაში, რომელიც წინა სამიტიდან ვარშავამდე გაიარა მონტენეგრომ", - განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა ავსტრიასა და შვეიცარიაში დაგეგმილ ვიზიტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში დაგეგმილი საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში კარგი შესაძლებლობა ეძლევა იმისთვის, რომ უცხოელ კოლეგებთან ერთი მხრივ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართოს, მეორე მხრივ კი ნიადაგი მოსინჯოს ყველა იმ თემასთან მიმართებაში, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

"მომდევნო კვირების განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ფორუმი ტარდება. ასევე მოგეხსენებათ, ივნისის ბოლოს არის თავდაცვის მინისტერიალი. ვინაიდან შეუძლებელია 22 ივნისამდე ევროპის ყველა დედაქალაქი ჩამოიარო, გადავწყვიტეთ და აქცენტი გავაკეთეთ ისეთ ფორუმებზე, რომლებსაც რამდენიმე მინისტრი ესწრება. ეს ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მინისტერიალამდე, როგორც საგარეო საქმეთა, ასევე თავდაცვის მინისტრებს შევხვდეთ სხვა ფორმატებში. ავსტრიაში 2-ჯერ მიწევს შემდეგი კვირის განმავლობაში ჩასვლა, ასევე შვეიცარიაშიც ფორუმია დაგეგმილი. მე მექნება შესაძლებლობა ჩემს ძალიან ბევრ კოლეგას შევხვდე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, მათ გასაცნობად და, მეორეს მხრივ, ნიადაგის მოსასინჯად ყველა იმ თემასთან მიმართებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."