რატომ მოათავსეს 7 ყოფილი სპეცრაზმელი ერთ საკანში - კახა ნაკანის ადვოკატის კომენტარი

რატომ მოათავსეს 7 ყოფილი სპეცრაზმელი ერთ საკანში - კახა ნაკანის ადვოკატის კომენტარი

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები ერთ საკანში სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების საწინააღმდეგო ჩვენების მომზადების მიზნით მოათავსეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სპეცრაზმის ყოფილი უფროსის, კახა ნაკანის ადვოკატმა, კახა შონიამ განუცხადა.

მისი თქმით, ხელმძღვანელი პირების საქმის რიგითებიდან გამოყოფა თავიდანვე ეჭვს ბადებდა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ რიგითი 7 სპეცრაზმელი, რომლებსაც იგივე ბრალდება აქვთ, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ერთ საკანში უკვე სამი თვეა, მოათავსეს, განსხავვებით კახა ნაკანისა, რომელიც სამარტოო საკანშია მოთავსებული. ნაკანთან ერთად ბრალდებულებს კი, არც რადიო აქვთ და არც ტელევიზორი. 7 სპეცრაზმელს, გარდა იმისა, რომ ერთად სხედან, სხვებისგან განსხვავებით ტელევიზორიც აქვთ", - განაცხადა კახა შონიამ.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს განაჩენამდე არა თუ 7, არამედ ერთ საქმეზე ორი ბრალდებულის ერთ საკანში მოთავსება და ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება, მით უფრო გახმაურებულ საქმეზე, არ შეიძლება.

"ესენი მოათავსეს ერთად, რათა მიიღონ სასურველი ჩვენება გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ. თუმცა მქვს ინფორმაცია, რომ ჯერ ასეთი ჩვენება არ არსებობს", - განაცხადა კახა შონიამ.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 11 პირი დააკავეს, მათ შორის სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირები და რიგითი სპეცრაზმელები, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. მათ განზრახ მკვლელობის ბრალდება წარედგინათ. გამოძიების ეტაპზე, საქმე ორად გაიყო. რიგითი სპეცრაზმელების საქმე ერთ წარმოებად მიმდინარეობს, ხოლო ირაკლი ფირცხალავას, კახა ნაკანის და სხვა ხელმძღვანელი პირების საქმე - ერთად.

ამასთან, შვიდი ყოფილი სპეცრაზმელის ერთ საკანში მოთავსებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს, თუმცა მიზეზებზე განმარტება არ გაუკეთებია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ