ჯუნა დავითაშვილის სასახლიდან საბუთები და დიდი ოდენობით ფული გაქრა

ჯუნა დავითაშვილის სასახლიდან საბუთები და დიდი ოდენობით ფული გაქრა

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ცნობილი ექსტრასენსის და მკურნალის, ჯუნა დავითაშვილის ერთ-ერთი ნათესავი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ჯუნას სასახლიდან გაქრა მისი სახლის საბუთები და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული.

”ჩვენ ყველანი ერთად შევიკრიბეთ და სეიფი გავხსენით. იქ ფული არ აღმოჩნდა - მხოლოდ ბიბლია და მისი პასპორტი იდო. მთელი ეს პროცედურა ვიდეოკამერაზეა გადაღებული. ამჟამად პოლიციაში შეგვაქვს საქმე იმასთან დაკავშირებით, რომ ბინიდან გაქრა საბუთები უძრავი ქონების შესახებ”, - განაცხადა ჯუნას ნათესავმა ლილიამ. მან აგრეთვე დაამატა, რომ დასაფლავების პროცედურა გაიწელა იმის გამო, რომ საბუთები გაქრა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის შემდეგ თანხის გარკვეული ნაწილი იპოვნეს, სეიფის კუთხეში 410 000 რუბლი იყო შენახული. თუმცა ჯუნას ნათესავი ირწმუნება, რომ ექსტრასენსის სახლში გაცილებით დიდი თანხა ინახებოდა. 

შეგახსენებთ, ჯუნა დავითაშვილის გარდაცვალების შესახებ 8 ივნისს გახდა ცნობილი. ის მაღაზიაში იმყოფებოდა, როდესაც ცუდად გახდა. საავადმყოფოში მან ორი დღე დაჰყო კომაში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ჯუნას დაკრძალვა 13 ივნისს ვაგაკოვსკის სასაფლაოზეა დაგეგმილი.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია