აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებს ეყრდნობა. განთავსების ობიექტებში 2015 წლის მაისის თვეში გასულ წელთან შედარებით 4,34 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო იანვარ-მაისის პერიოდში - 2,92%-იანი ზრდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული სტატისტიკით 2015 წლის მაისის თვეში საქართველოს 454 545 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ხოლო ზრდა 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 14,7 %-ია.