რას გულისხმობს სწავლების ახალი მეთოდი, რომელიც შესაძლოა თბილისის ბაგა-ბაღები დაინერგოს

რას გულისხმობს სწავლების ახალი მეთოდი, რომელიც შესაძლოა თბილისის ბაგა-ბაღები დაინერგოს

თბილისის ყველა ბაგა-ბაღი შესაძლოა, სწავლების ახალ მეთოდზე გადავიდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან აცნობეს, ახალი მეთოდი არის იტალიის საბავშვო ბაღებში აპრობირებული სწავლება, რომელსაც "რეჯიო-ემილიას მეთოდს" უწოდებენ.

მათივე ინფორმაციით, "რეჯიო-ემილიას მეთოდოლოგიაში" მნიშვნელოვანია სააღმზრდელო ჯგუფების ინტერიერი, რომელიც რეკომენდირებულია ჯანსაღი ფსიქიკის განვითარებისთვის. რეჯიოს ოთახების მოწყობილობა მთლიანად ბუნებრივი მასალისაა. ნატურალურ ფერებშია კედლები და სხვა საჭირო ნივთები. ასევე, საგნები, რომლებსაც ბავშვები სათამაშოდ და სხვადასხვა ნივთების შესაქმნელად იყენებენ.

როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, თბილისის მე-6 ბაგა-ბაღში სწავლების ახალი მეთოდოლოგიის პილოტირება უკვე დაიწყო. მე-6 ბაღის დირექტორის ინოვაციურ მიდგომას ხვალ სხვა ბაღების წარმომადგენლები გაეცნობიან.

ღონისძიება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით ეწყობა. შეხვედრას დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატები და საკრებულოს წევრებიც დაესწრებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია