უსუფაშვილმა ყველაზე გამცდენ დეპუტატთა ათეული დაასახელა - "ამ შემთხვევაში ჩემი სიტყვები უადგილოა"

უსუფაშვილმა ყველაზე გამცდენ დეპუტატთა ათეული დაასახელა - "ამ შემთხვევაში ჩემი სიტყვები უადგილოა"

ოჯახური მდგომარეობის გამო პარლამენტის სხდომების გაცდენა, რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, შესაძლოა, პარლამენტის რეგლამენტიდან ამოიღონ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, გახშირდა გაცდენები ოჯახური პირობების გამო, რაც საპატიო მიზეზად ითვლება, თუმცა არიან დეპუტატები, რომელთაც 60-ზე მეტი გაცდენა აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე იმ დეპუტატების სახელი და გვარებიც დაასახელა, რომლებიც ყველაზე ხშირად აცდენენ სხდომებს.

"პარლამენტის წევრების სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით მივმართე შესაბამის სამსახურს და მაქვს სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი სხდომაა საპატიო მიზეზით გაცდენილი. რეგლამენტით გათვლილია, რომ ოჯახური მდგომარეობით სხდომების გაცდენა საპატიო მიზეზად ითვლება.

ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრები სხვა ადამიანებისგან არაფრით განსხვავდებიან, თუმცა თუ გადავხედავთ სტატისტიკას, აქ სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მე ამოვწერე 10 ხშირად გამცდენი დეპუტატის სახელი და გვარი, ვისაც გაცდენილი აქვთ 60-ზე მეტი სხდომა.

გიორგი ვაშაძეს 66 სხდომა აქვს გაცდენილი. დავით ბეჟუაშვილს - 74, გოდერძი ბუკია 91 სხდომას არ ესწრებოდა, გიორგი ლიპარტელიანი 93 სხდომას, რამაზ ნიკოლაიშვილი - 94-ს, აზერ სულეიმანოვს 96 გაცდენა აქვს, თუმცა ყველაზე მეტი კობა ნაყოფიას აქვს გაცდენილი, 101 გაცდენა აქვს. ამ შემთხვევაში, ჩემი სიტყვები უადგილოა. თუ მათ რამე პრობლემა აქვთ ოჯახური მდგომარეობის გამო, ჩვენ მათთან უნდა ვიყოთ. მესმის ისიც, რომ ჩემი სიტყვები ცინიკურად ჟღერს. ვთხოვ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომ "ოჯახური მდგომარეობის გამო", რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, ამოღებულ იქნას პარლამენტის რეგლამენტიდან", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."