ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა

ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი, თემურ იაკობაშვილი "ფეისბუქში" წერს.

ალექსანდრე რონდელი იყო გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი. 1997-2001 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. ასევე იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წ.წ.-ში - უილიამს კოლეჯში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია