კახეთში, მოკლესახელოიანი კაბის ჩაცმის გამო მამამთილმა რძალი, შვილი და 2 წლის ბავშვი სახლიდან გააგდო

კახეთში, მოკლესახელოიანი კაბის ჩაცმის გამო მამამთილმა რძალი, შვილი და 2 წლის ბავშვი სახლიდან გააგდო

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მოკლესახელოიანი კაბის ჩაცმის გამო მამამთილმა რძალი და შვილი, 2 წლის შვილიშვილთან ერთად საცხოვრებელი სახლიდან გააგდო. ოფიციალური ინფორმაციით, შვილი სახლის თანამესაკუთრეა, თუმცა იმის გამო, რომ როგორც თავად ამბობს, მამა მას მოკვლით ემუქრება, სახლში მისვლას ვერ ბედავენ. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დახმარებისთვის პოლიციას ხუთი დღის წინ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. გოგონა პატარა ბავშვთან ერთად ღამეს მეზობლებთან ათევს, მამაკაცი კი ღია ცის ქვეშ, - ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იტყობინება.

„სახლში ვიყავი. მამამთილი მოვიდა და მითხრა, წადით ჩემი სახლიდანო. გამიკვირდა და რომ ვკითხე, რატომ მეთქი, მითხრა, ასე რატომ ჩაიცვიო. ჩემი ქმარი უფლებას მაძლევს რომ ჩავიცვა. სახლიდან ისე წამოვედი, ბავშვის ტანსაცმელიც კი ვერ წამოვიღე“, - უთხრა "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" სივინჯი უნბეოვამ.

„უკვე ერთი კვირაა ქუჩაში ვართ. მე, ჩემი ცოლი და პატარა ბავშვი მყავს – ორი წლის. რა უნდა გავაკეთო ახლა, ვინ უნდა მომეხმაროს? ერთი დღე ერთ მეზობელთან ვარ, მეორე დღეს მეორე მეზობელთან. ცოდო არ ვართ? სახლი ჩემი აშენებულია და არ შემოგიშვებთ სანამ ცოცხალი ვარო. სულ დანა უკავია ხელში, რომ მოხვალთ, მოგკლავთო“, - ამბობს ვუსალ მამედოვი.

საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, სოფელში მდებარე სახლის ერთ-ერთი მესაკუთრე, მშობლებთან და დასთან ერთად, ვუსალ მამედოვიც არის.

ვუსალ მამედოვმა და სივინჯი უნბეოვამ ლაგოდეხის პოლიციას განცხადებით პირველ ივნისს მიმართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ პოლიციამ საქმის შესწავლა დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. „პოლიციაში განუმარტეს, რომ საკითხი სამოქალაქო დავის საგანია“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

მეზობლები ადასტურებენ, რომ ვუსალ მამედოვს მამა მოკვლით დაემუქრა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვუსალ მამედოვის მშობლებსაც დაუკავშირდა. მათ კომენტარი არ გააკეთეს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია