ეს კადრები ეთერში ვერ მოხვდა - სელფები, ავტოგრაფები და სიყვარულის ახსნა სააკაშვილისთვის

ეს კადრები ეთერში ვერ მოხვდა - სელფები, ავტოგრაფები და სიყვარულის ახსნა სააკაშვილისთვის

ქსენია სობჩაკმა ტელეკომპანია Дождь-ისთვის მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ოდესის გუბერნატორმა წამყვანის ათობით კითხვას უპასუხა. ინტერვიუს დაწყებამდე, ტელეწამყვანმა და გუბერნატორმა ოდესის ქუჩებში გაისეირნეს და მოქალაქეებს გაესაუბრნენ. ტელეკომპანია Дождь-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ის კადრები განთავსდა, რომლებიც ეთერში ვერ მოხვდა და სადაც ჩანს, როგორ ხვდებოდნენ ქალაქში სააკაშვილს.

"იშვიათი ტიპია, ყოჩაღი. იმისთვის, რაც მან ჩამორჩენილ საქართველოს გაუკეთა, ნობელის პრემია ეკუთვნის", - წერს მომხმარებელი დიმიტრი რაში "ფეისბუქზე" ვიდეოს კომენტირებისას. მას სხვა მომხმარებლებიც ეხმაურებიან. "საქართველო ახლა ხომ პრორუსულია... იმიტომაც გამოაცხადეს ის ძებნაში".

ნახეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."