2 ლომი საბურთალოს სასაფლაოზე, ვეფხვი სასტუმრო საქართველოსთან - ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს თბილისის სხვადასხვა უბანში პოულობენ

2 ლომი საბურთალოს სასაფლაოზე, ვეფხვი სასტუმრო საქართველოსთან - ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს თბილისის სხვადასხვა უბანში პოულობენ

თბილისის ზოოპარკი მდინარე ვერემ გაანადგურა, ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს კი თბილისის სხვადასხვა უბანში პოულობენ. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საბურთალოს სასაფლაოზე 2 ლომი შენიშნეს, ვაკეში სასტუმრო საქართველოსთან კი ვეფხვი აღმოაჩინეს. მტაცებელი ცხოველების დასაძინებლად ან ლიკვიდაციისთვის სპეციალური დანიშნულების რაზმები არიან მობილიზებული საქმეში ჩართულია ავიაციაც, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

კიდევ ერთი ვეფხვი და ლომი, ამჟამად ლიკვიდირებულია. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ მათ ცხოველების დამორჩილება ვერ შეძლეს.

გმირთა მოედანზე ნაპოვნი ბეჰემოტი კი ზოოპარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია