"არ მოკლათ!!! მთელი ერი გთხოვთ!!!"- ხალხის ემოციები დახოცილ ცხოველებს

"არ მოკლათ!!! მთელი ერი გთხოვთ!!!"- ხალხის ემოციები დახოცილ ცხოველებს

თბილისში წუხანდელი წყალდიდობა კატასტროფული შედეგებით დასრულდა. დაიღუპა ხალხი, უსახლკაროდ დარჩა არაერთი ოჯახი, საუბრობენ მილიონობით ზარალზე. თუმცა ამ მძიმე ვითარებაში ძალიან ბევრი ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზოოპარკის ცხოველებს. ინფორმაციამ, რომ დაზიანებულ ვოლიერებში ცხოველები დაიხრჩვნენ, გაქცეულებს კი ადგილზე ხოცავენ, ბევრი ადამიანი ააღელვა. ეს ხალხი ზოოპარკის ფეიბუქის გვერდზე მთელი ღამისა და დილის განმავლობაში ტოვებდა კომენტარებს. ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება მათი ემოციების გაზიარება.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"არ მოკლათ!!! მთელი ერი გთხოვთ!!!"

"ხალებიანი აფთარი ვნახე მოკლული, პირში ესროლეს ალბათ, ალერსიანი მხეცი იყო, ვიტირე!"

"თქვენ ხომ ადამიანები არ ხართ საერთოდ.... ცხოველს როგორ იმეტებთ მოსაკლავად.... რატომ არ გაგქვთ მობილიზებული ტრანკვილიზატორის ნემსები.... "

"ხალხი არ გჭირდბათ დასახმარებლად? ახლავე გამოვალთ და დაგეხმარებით თქვენ ოღონდ თქვით"

"მეგობრები მწერენ, რომ ვეფხვი მოუკლავთ... საპატრულოს უფროსმა დაიხალოს შუბლში ტყვია, ურჩევნია.... თქვე არაკაცებო, არაადამიანებო, მკვლელებო!"

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია