ლიკვიდირებული ლომებისა და ვეფხვების გვამები თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული

ლიკვიდირებული ლომებისა და ვეფხვების გვამები თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული

ლიკვიდირებული ლომებისა და ვეფხვების გვამები თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ესტაკადასთან, ფერდობზეა განტავსებული. სპეცდანიშნულების სამსახურებმა ლომები და ვეფხვების მას შემდეგ დახოცეს, რაც ზოოპარკის ტერიტორია დაიტბორა და ცხოველები ქალაქში გამოდიოდნენ.

ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზოოპარკში მტაცებლების დიდი ნაწილი პრაქტიკულად აღარ არის. დაკარგული და ლიკვიდირებულია 20 მგელი, 8 ლომი, თეთრი ვეფხვები, ვეფხვები, აფთრები და იაგუარები. ასევე 17-დან მხოლოდ სამი პინგვინია გადარჩენილი.

გადარჩნენ ზოოპარკის ბინადრები, რომლებიც ზოოპარკის ზედა მხარეს არიან განთავსებულები, მათ შორის - გველები, სპილოები, ზებრები, ირმები, ლემურები, ცხენები, პონები, აზავერები და თხები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია