დღეს ძლიერი წვიმა მოსალოდნელი არ არის

დღეს ძლიერი წვიმა მოსალოდნელი არ არის

დღეს ძლიერი წვიმა მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიურ სამსახურში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, ძლიერი წვიმა ნავარაუდევი არ არის არც ხვალ და ზეგ. "16 ივნისისის შემდგომი ამინდის პროგნოზი მოგვიანებით გვეცოდინება", - აცხადებენ ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში. თბილისში წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის, წუხანდელი სტიქიის შედეგად დაკარგულთა ძებნის ოპერაციები მიმდინარეობს, ასევე ეძებენ ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებსაც. გარდა ამისა, ვერეს ხეობაში ხორციელდება სამაშველო ოპერაციები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია