კალაძე და ნარმანია სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ სტიქიას

კალაძე და ნარმანია სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ სტიქიას

თბილისის მერი დავით ნარმანია და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ჯგუფებთან ერთად, თბილისში მომხდარ სტიქიას ებრძოდნენ.

თავდაცვის სამინისტრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობს. სამინისტროს პირადი შემადგენლობა , რომელიც სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული, ორ ნაწილად არის გაყოფილი. საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა დილიდან სამაშველო და გაწმენდის სამუშაოებს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე აწარმოებენ.

ვაკის რაიონში მცხოვრები დაზარალებულებისათვის გამგეობის ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერია: 593119136; 599032212; 599032202; 2318833; 2318836.

ვაკის გამგეობა სტიქიის შედეგად რაიონში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ვაკის გამგებლის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, გამგეობა ყველა დაზარალებულ ოჯახს უმოკლეს დროში დაეხმარება. მისივე თქმით, გამგეობის თითოეული თანამშრომელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ვაკის გამგეობა მოსახლეობას ქუჩებში გადაადგილებისგან დროებით თავის შეკავებსკენ მოუწოდებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."