გარემოს დაცვის სამინისტროს ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

გარემოს დაცვის სამინისტროს ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, სტიქიის ზონაში ჩამოტანილი ქვა - ღორღით დაზიანებული გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა სამსახური - მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელები ახალი გზის მაგისტრალზე ე.წ. "მზიურის კოშკების" მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას.

სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები, შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარებისა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლებთან ერთად, დილიდან მუშაობენ იმ ცხელ წერტილებში, რომლებიც გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. ადგილებზე ხდება გეოლოგიური პროცესების შეფასება და პროგნოზირება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.

"ვერტმფრენით, არაერთგზის მოხდა გეოლოგიურად აქტიური ადგილების შეფასება/დათვალიერება, მათ შორის წყნეთი-ბეთანიისა და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე. ადგილზე შეფასებული მდგომარეობის შედეგად დაიგეგმა უსაფრთხოების ღონისძიებები, რათა საფრთხე არ შექმნოდა მოსახლეობასა და საავტომობილო გზებზე მოძრაობას", - ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ასევე იმყოფებოდნენ წყნეთში მდებარე "ბაქსვუდის" სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ასევე შეფასებულ იქნა სტიქიისგან გამოწვეული შედეგები და ადგილზე გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია