სვანიძის ქუჩაზე დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრებმა პრემიერ-მინისტრს სთხოვეს, რაც შეიძლება დროულად დაიწყოს იმ სახლის დემონტაჟი, რომლის სარდაფშიც მამაკაცია მოყოლილი. პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, თუ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ამ სახლის დემონტაჟი, რაზეც თბილისის მერის, დავით ნარმანიას პასუხი იყო, რომ გადაწყვეტილება სულ რაღაც ერთი საათის წინ იყო მიღებული და ახლა მიმდინარეობს სახლის დემონტაჟი. დემონტაჟი სახლის სახურავიდან დაიწყო.
ოჯახის წევრების თხოვნაა, რომ მიცვალებულის გამოყვანა დაღამებამდე მოხერხდეს. ამ წუთებში სახლის დემონტაჟი სახურავიდან მიმდინარეობს. სახლის დემონტაჟის გარეშე მაშველები სახლის სარდაფში ჩასვლას ვერ ახერხებენ.
იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში